რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

დე კეტელარეს დუბლი - ბელგიამ ამერიკას მოუგო და 1/4-ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი ამერიკა ბელგიას დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მუნდიალს დაემშვიდობა.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული მატჩი იხილეს. მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა და ბურთი ცენტრში არ ჩერდებოდა.

პირველივე წუთებზე კასტანმა შორიდან გაისროლა და ამერიკელთა მეკარემ საოცარი მოგერიება შემოგვთავაზა.

ბელგიელები აქტიურობას აგრძელებდნენ და მე-9 წუთზე დე კეტელარემ ანგარიში გახსნა. პოჩეტინოს გუნდი ანგარიშს არ ეგუებოდა და 31-ე წუთზე ტილმანმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დარტყმის დროს ბურთი ვანაკენს მოხვდა. ზუსტად 2 წუთში დე კეტელარემ დუბლი შეასრულა და ბელგია შესვენებაზე უპირატესობით გავიდა.

რა თქმა უნდა, მეორე ნახევარში ამერიკელები წონასწორობის აღდგენას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. პირიქით, 57-ე წუთზე ვანაკენმა ფრისის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ბელგიელთა უპირატესობა 2-ბურთიანი გახდა.

დარჩენილ დროში, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს მომენტები ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მეტიც, ამერიკის განადგურება მსაჯის მეირ კომპენსირებულ დროში რომელუ ლუკაკუმ დაასრულა და საბოლოო შედეგი 4:1 დააფიქსირა.

საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ბელგიამ გაიმარჯვა და მუნდიალის ¼-ფინალში გავიდა, სადაც ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ 1/8-ფინალში პორტუგალია დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ: ჩემამდე პორტუგალიას ტიტული არ ჰქონდა, ახლა სამი ტიტული აქვს
რონალდუ: ჩემამდე პორტუგალიას ტიტული არ ჰქონდა, ახლა სამი ტიტული აქვს