რობერტო მარტინესის შემცვლელი ცნობილია | ჟეზუსი პორტუგალიის ნაკრებს ჩაიბარებს
A BOLA-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟეზუსი გახდება. პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პედრუ პროენსამ რობერტი მარტინესის შემცვლელად 71 წლის სპეციალისტი შეარჩია, რომელიც ბოლო წლებში საუდის არაბეთში, ალ-ჰილალსა (2023-25) და ალ-ნასრიში (2025-26) მუშაობდა, მიმდინარე წლის მაისიდან თავისუფალი იყო და ახლა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას შეუთანხმდა.
ჟეზუსს პორტუგალიის ჩემპიონატში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, არაერთ კლუბს, მათ შორის ბრაგას (2008-09), ბენფიკასა (2009-15, 2020-21) და სპორტინგს (2015-18) წვრთნიდა, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასთან პირველად იმუშავებს.
შეგახსენებთ, ესპანელმა რობერტო მარტინესმა პორტუგალიის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ ჩაიბარა, ერთა ლიგა მოიგო, თუმცა დიდი სანაკრებო ფორუმები, როგორიცაა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი, პორტუგალიელებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ევრო 2024-ზე მარტინესის გუნდი მეოთხედფინალში საფრანგეთთან დამარცხდა, 2026 წლის მუნდიალზე ესპანეთის ბარიერი ვერ დაძლია. მარტინესის მწვრთნელობისას გუნდის სტატისტიკა ასეთი იყო: 45 მატჩიდან 32 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი.