ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

გიოკერეში მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდეს

ვიქტორ გიოკერეშს სურს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

ჟურნალისტ, ბენ ჯეიკობის ინფორმაციით, „სპორტინგის“ თავდამსხმელი მზადაა, „წითელ ეშმაკებს“ შეუერთდეს იმის მიუხედავადაც, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ.

ინგლისური კლუბი შვედი ფეხბურთელის გაფორმებას კვლავინდებურად განიხილავს, თუმცა პორტუგალიელებთან მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია. გარიგება შესაძლო გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული.

როგორც იწერება, „სპორტინგს“ სურს, რომ გიოკერეშის სანაცვლოდ, 70 მილიონი ევრო მიიღოს. ვიქტორის მიმართ ინტერესს იჩენენ აგრეთვე: „არსენალი“, „ჩელსი“ და რამდენიმე არაბული კლუბი.

შვედეთის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი და პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მან 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ზე გიოკერეშის საბაზრო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ფეხბურთელების განადგურებაა“ - კუმანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
„ეს ფეხბურთელების განადგურებაა“ - კუმანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე