ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედს გიოკერეშის ყიდვა უნდა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესაძლოა ვიქტორ გიოკერეში იყიდოს. ამის შესახებ L’Équipe წერს.

„ვულვზიდან“ მათეუშ კუნიას ტრანსფერის შემდეგ, „წითელი ეშმაკები“ უკვე შვედი ფეხბურთელის ტრანსფერზე არიან კონცენტრირებულები.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც გიოკერეშის გაფორმებაზე მუშაობს და ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ, ისინი ამ პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებენ.

მანამდე მედიაში დაიწერა, რომ ვიქტორისთვის ბრძოლაში „არსენალი“ ლიდერობს და ლონდონელები „სპორტინგის“ ფეხბურთელს წელიწადში 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობენ.

შვედეთის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი და პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მან 33 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ზე გიოკერეშის საბაზრო ღირებულება 75 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომას ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დანიშვნა სურს
რომას ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დანიშვნა სურს