გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა ბილბაოსთან არ ითამაშებს? | ვალენსიას მწვრთნელის პრესკონფერენცია

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს კორბერანმა „ბილბაოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

საქმე ისაა, რომ „ღამურების“ მესამე მეკარე, 34 წლის ხაუმე დომენეკი, რომელიც „ვალენსიაში“ 2015 წლიდან თამაშობს, ზაფხულში გუნდს დატოვებს და შესაძლოა კორბერანმა მას „მესტალიაზე“ ბოლო თამაშის ჩატარების შესაძლებლობა მისცეს, რაზეც მან პრესკონფერენციის დროსაც მიანიშნა.

„გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. გამონაკლისს მხოლოდ ფულკიე წარმოადგენს, რომელსაც ვირუსი ჰქონდა და თავს ჯერ კარგად არ გრძნობს - ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ხვალ „მესტალიაზე“ ბოლო მატჩს ჩავატარებთ. ყველა თამაში მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 3 ქულისთვის ვიბრძვით, მაგრამ ხვალ განსაკუთრებული მატჩი იქნება, იმიტომ რომ გულშემატკივრებს მომავალ სეზონამდე დავემშვიდობებით. ვიცით, რომ ამ სეზონში ბევრი ვანერვიულეთ, ამიტომ გვსურს, სეზონი მაღალ ნოტზე დავასრულოთ და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯოთ. მხოლოდ ასე შეგვიძლია მადლობის თქმა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან მთელი სეზონის განმავლობაში ვგრძნობთ.

ხვალ ასევე განსაკუთრებული დღეა იმ თვალსაზრისით, რომ ხაუმე დომენეკი, რომელიც კლუბში უკვე 10 წელი თამაშობს, დაემშვიდობება „მესტალიას“. ხაუმე განსაკუთრებული პიროვნებაა, გასახდელში მას ძალიან აფასებენ. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები მას სათანადოდ გააცილებენ.

„ბილბაომ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, რაც ამ გუნდის სიძლიერეზე მიუთითებს. როდესაც გუნდი სეზონის წინ დასახულ ამოცანას აღწევს, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მათთვის სეზონი უკვე დასრულებულია. ხვალ ისინიც მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გამოვლენ. რაც შეეხება ჩვენს ამოანებს, ჩვენ გვსურს ყველა თამაშში ბოლომდე დავიხარჯოთ. „ვალენსიას“ მაისურით თამაშზე დიდი მოტივაცია უბრალოდ არსებობს“.

ცნობისთვის, „ვალენსიას“ ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი აქვს დარჩენილი - ხვალ, შინ „ბილბაოს“ წინააღმდეგ, და 25 მაისს, გასვლაზე, „ბეტისის“ წინააღმდეგ. გიორგი მამარდაშვილი ზაფხულში დაემშვიდობება „ღამურებს“ და შეუერთდება „ლივერპულს“, რომელთანაც კონტრაქტი ერთი წლის წინ გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანტე ცხრილს სათავეში ჩაუდგა - ქოჩორაშვილს საგოლე მომენტი ჰქონდა
ლევანტე ცხრილს სათავეში ჩაუდგა - ქოჩორაშვილს საგოლე მომენტი ჰქონდა