ნიკა გაგნიძე
Aa
Aa

გაგნიძის გოლი და საგოლე პასი - კოლოსმა კარპატის მოუგო

ნიკა გაგნიძემ უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატში გადასვლის შემდეგ საუკეთესო მატჩი ჩაატარა. „კოლოსი“ – „კარპატის“ (2:1) შეხვედრაში მასპინძლების 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, მაშინ როდესაც მასპინძლები მარცხდებოდნენ, ჯერ საგოლე პასი შეასრულა, ხოლო მოგვიანებით გამარჯვების გოლი გაიტანა და კოვალივკის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

55-ე წუთზე გაგნიძის დაგორებული პასის შემდეგ ვლადისლავ ველეტენმა შორიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი „კარპატის“ კარში მეკარის შეცდომის შედეგად გავიდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი, ნიკამ მიკოლა კოვტალიუკის გრძელი პასის შემდეგ, რომელიც გორის „დილაშიც“ მისი თანაგუნდელი იყო, მეტოქე გუნდის მცველს როგორც სპრინტერული, ასევე ფიზიკური ორთაბრძოლა მოუგო და ტექნიკური დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.

უკრაინის პრემიერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „კოლოსი“ სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეათე ადგილზეა. ბოლო ტურში ნიკა გაგნიძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოთხი მაგიური წელიწადი მესტალიაზე“ | Relevo მამარდაშვილზე წერს
„ოთხი მაგიური წელიწადი მესტალიაზე“ | Relevo მამარდაშვილზე წერს