გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტე ცხრილს სათავეში ჩაუდგა - ქოჩორაშვილს საგოლე მომენტი ჰქონდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-40 ტურში „ლევანტემ“ საკუთარ სტადიონზე „ალბასეტე“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. მართალია ვალენსიელებთან შედარებით მათ უშუალო კონკურენტს „ელჩეს“ მატჩით ნაკლები აქვს გამართული, მაგრამ ამ ტურში ელჩელებს სტუმრად „უესკასთან“ საკმაოდ მძიმე შეხვედრა ელით და რამდენად შეძლებენ ლიდერობის დაბრუნებას, რთული სათქმელია.

მასპინძლების მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ გიორგი ქოჩორაშვილი თადარიგში დატოვა და მოედანზე მხოლოდ 77-ე წუთზე შეუშვა, თუმცა 25 წლის ქართველი ნახევარმცველი თამაშში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო და მცირე დროის მიუხედავად, ერთ ეპიზოდში გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი უძლიერესი დარტყმა „ალბასეტეს“ მეკარემ, კრისტიან რივერომ მოიგერია.

ქოჩორაშვილმა მინდორზე გატარებულ 13 წუთში 15 პასი შეასრულა, საიდანაც 13 ზუსტი აღმოჩნდა, სამი ორთაბრძოლიდან ერთი მოიგო და ათბალიანი სისტემით 6.8 მეათედი შეფასება მიიღო. რაც შეეხება ერთადერთ ბურთს, ის პირველი ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში გავიდა და პეპე სანჩესის ავტოგოლად გაფორმდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, 40 მატჩში დაგროვებული 73 ქულით „ლევანტე“ სატურნირო ცხრილის ლიდერია და მეორე პოზიციაზე მყოფ „ელჩეს“, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს გამართული, 2 ქულით უსწრებს. დარჩენილ ორ ტურში ქოჩორაშვილი და მისი თანაგუნდელები 25 მაისს სტუმრად „ბურგოსს“, ხოლო 1 ივნისს საკუთარ სტადიონზე „ეიბარს“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოსნიის თასი - გულიაშვილი და გორდეზიანი ჩემპიონები არიან
ბოსნიის თასი - გულიაშვილი და გორდეზიანი ჩემპიონები არიან