შეშლილი ლუკა მიდის | გუგეშაშვილი ქომაგებს ემოციურად დაემშვიდობა
საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი „პანსერაიკოსის’’ ქომაგებს დაემშვიდობა. Instagram-ში პოსტი დაწერა: „შეშლილი ლუკა მიდის, მაგრამ სერესი ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ასევე, ვიცი რომ ყოველ შაბათ-კვირას თქვენ ჩემი ლამაზი ხმა მოგენატრებათ. ლუკას უყვარს „პანსერაიკოსი’’.
სერესი ქალაქია, „პანსერაიკოსი’’ ამ ქალაქს წარმოადგენს, სადაც ლუკამ ამ კლუბში ერთი შესანიშნავი სეზონი გაატარა, 33 მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა. მოგერიებული და აღებული ბურთების რაოდენობით საბერძნეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
„პანსერაიკოსს'' ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩი დარჩა, თუმცა კლუბმა მთავარი მიზანს მიაღწია, ელიტაში ადგილი შეინარჩუნა, რაშიც ქართველი მეკარის წვლილი უდიდესია. ობიექტურად, საბერძნეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დაცვის ხაზი „პანსერაიკოსს'' ჰყავს, ამის მიუხედავად გუნდი სუპერ ლიგაში დარჩა. დარჩენილ ორ მატჩში ლუკა მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ლუკას ივნისში ათამაშებს, ახალ სეზონში კი ქართველი მეკარე კარიერას პაოკ-ში გააგრძელებს, გაცილებით ამბიციურ კლუბში.
2024-25 წლების სეზონის მიმდინარეობისას CrystalSport-მა „პანსერაიკოსის'' მთავარი მწვრთნელი ხუან ფერანდო და მეკარეების მწვრთნელი არის კარაბეციოსი ჩაწერა. შეგიძლიათ აღნიშნული ინტერვიუები იხილოთ:
მჯერა, ლუკა ნაკრების პირველი მეკარე გახდება | ინტერვიუ არის კარაბეციოსთან
მას შეუძლია მამარდას კონკურენცია მოუგოს | ინტერვიუ ხუან ფერანდოსთან