კიოლნი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

კიოლნმა თასზე მოიგო - ლოჩოშვილი სასტარტოში იყო და ტრავმის გამო შეცვალეს

გერმანიის თასის პირველ რაუნდში, ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ სტუმრად მესამე ლიგელ „ვიურცბურგერ კიკერსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ლუკა ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 82 წუთი გაატარა. ქართველმა მცველმა მცირე ტრავმა მიიღო, სავარაუდოდ კუნთის დაჭიმულობა, რის გამოც შეხვედრის ჩამთავრება ვეღარ შეძლო.

რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, თავდაპირველად სტუმრები მე-18 წუთზე აბრანგაოს გოლით დაწინაურდნენ და ტაიმი 1:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი „კიოლნმა“ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო, რაც ისაკ ბერგმან იოჰანესონის დამსახურებაა. ისლანდიელმა ანგარიში 62-ე წუთზე გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 77-ე წუთზე გაიტანა.

ლუკა ლოჩოშვილის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 93 შეხება, 85-დან 82 ზუსტი პასი, 6-დან 4 გრძელი პასი, 5 განმუხტვა, 2-დან 1 მოგებული პოზიციური ორთაბრძოლა, 1 ჯარიმა, Sofascore-ს შეფასება - 6.7 ქულა.

„კიოლნი“ ბუნდესლიგის ახალ სეზონს 29 აგვისტოდან დაიწყებს. ქართველი მცველის გუნდი პირველ ტურში საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმს“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება
„ნაკლებად დამაბნეველი და მარტივად პროგნოზირებადი იყო“ - ფრანგული მედიის შეფასება