მარეი ჯოკოვიჩის მწვრთნელი აღარ იქნება
დიდი სლემის ტურნირების 3-გზის გამარჯვებული, ბრიტანელი ენდი მარეი მეიჯორების 24-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩის მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. ამის შესახებ თავად სერბმა ჩოგბურთელმა განაცხადა.
„მადლობა მწვრთნელ ენდი მარეის მძიმე მუშაობისთვის, მხიარულებისთვის და მხარდაჭერისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, კორტზე და მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მომეწონა, რადგან ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა“ – დაწერა ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 2024 წლის ნოემბერში, ნოლემ თქვა, რომ მარეი მის გუნდშია და ისინი ავსტრალიის ღია პირველობის დასრულებამდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
რაც შეეხება თავად მარეის, მან კარიერა 2024 წელს, პარიზის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, 37 წლის ასაკში დაასრულა.