„მან ყველაფერი გააკეთა, რომ ილიასთან არ ეჩხუბა“ | UFC-ის ლეგენდა მახაჩევზე
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დიდების დარბაზის წევრმა, ჩეილ სონენმა ისლამ მახაჩევის ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადასვლის გადაწყვეტილება შეაფასა.
„ისლამმა ყველაფერი გააკეთა, რათა ილიასთან ბრძოლისთვის თავი აერიდებინა, ბოლოს კი საერთოდ დივიზიონი შეიცვალა.
ამ სპორტში დივიზიონის შეცვლა არავის უკვირს და ზოგადად ეს ღირსეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ არ შეიძლება ისლამ მახაჩევის შექება იმის გამო, რომ ის ერთი ჩხუბის გამო ქვესაშუალო წონაში ავიდა“.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდაა და საჩემპიონო ქამარს დაემშვიდობა, ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და დელა მადალენასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
ამასთანავე, მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაში UFC-მ ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირა. ამ სატიტულო ჩხუბს მაყურებელი 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს), UFC 317-ზე იხილავს.