მიქაუტაძე: “კვარას ვეტყვი საქმე გააკეთოს“
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/2025 წლების სეზონი დასრულდა. ჩემპიონი პარი სენ ჟერმენი გახდა. ბოლო ტურში კი ევრო ტურნირებზე გამსვლელების ბედი წყდებოდა.
ლიონმა ეს სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე გავიდა, თუმცა არის შანსი, რომ ფონსეკას გუნდმა ევროპის ლიგაზე ითამაშოს.
ამისთვის, პარი სენ ჟერმენმა საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსს უნდა მოუგოს. შედეგად, ლიონი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვდება, ხოლო კონფერენს ლიგაზე მათ ადგილს სტრასბურგი დაიკავებს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლიონის ფეხბურთელები ლე ავრისა და სტრასბურგის მატჩის დასრულებას ელოდებოდნენ და როგორც კი შეხვედრა დასრულდა მოთამაშეებმა ემოციები ვერ შეიკავეს. გიორგი მიქაუტაძემ კი მცირე კომენტარი გააკეთა.
მიქაუტაძე:
„ახლა პარი სენ ჟერმენმა საფრანგეთის თასი უნდა მოიგოს? კვარას ვეტყვი საქმე გააკეთოს“
POV : tu apprends en direct que t’es 6e ???????? pic.twitter.com/8WjzQ1SrQV
— Olympique Lyonnais (@OL) May 17, 2025
ცნობისთვის, ასევე იყო მაღალი ალბათობა, რომ ლიონი სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს დაიკავებდა და ევრო ტურნირების გარეშე დარჩებოდა.
ყველაფერი სტრასბურგისა და ლე ავრის მატჩზე იყო დამოკიდებული. სტრასბურგი ლე ავრთან დიდი ხნის განმავლობაში არ აგებდა. ასე კი ლიონი მათ 1 ქულით ჩამორჩებოდა.
ლე ავრმა სტრასბურგს გამარჯვების მომტანი გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-9 წუთზე გაუტანა. ლიონს და სტრასბურგს თანაბარი ქულები გაუხდათ, თუმცა ჟორჟის გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-6 პოზიციაზე გადავიდა. აქედან გამომდინარე, ლიონს მომავალ სეზონში კონფერენს ლიგაზე ვიხილავთ.