გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ლეიდას აჯობა

„ლაგუნა ტენერიფემ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და მეორე ადგილი განიმტკიცა. კანარის კუნძულების გუნდმა ლიგა ენდესას რიგით XXXII ტურში სტუმრად „ლეიდა“ 12-ქულიანი სხვაობით, 84:72 დაამარცხა და როგორც ამ სეზონში ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც კუნძულელების რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი შერმადინი იყო.

საქართველოს ნაკრების 36 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 32 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. მან საშუალო დისტანციიდან შვიდიდან ხუთ შემთხვევაში ბურთი კალათში მოათავსა, ხოლო საჯარიმოები 100-პროცენტიანი (ცხრიდან ცხრა) სიზუსტით ისროლა. შვიდი მოხსნიდან შერმადინმა ხუთი - დაცვაში, ორი კი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და ოთხი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

25 მოგებითა და 7 მარცხით, როგორც უკვე მოგახსენეთ, „ლაგუნა ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. რეგულარული ეტაპის დარჩენილ ორ ტურში შერმადინი და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „ვალენსიას“ (25 მაისი) და სტუმრად „მანრესას“ (30 მაისი) დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პლეი ოფების დაწყებამდე - გობერმა მეუღლე სახლიდან გააგდო
პლეი ოფების დაწყებამდე - გობერმა მეუღლე სახლიდან გააგდო