ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„შეადარეთ თოფურიას მეტოქეები ჩემს ოპონენტებს“ | პიმბლეტის ხმამაღალი განცხადება

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურია გააკრიტიკა. „ბედის“ თქმით, „ელ მატადორს“ ყველა მეტოქე დიდი ყურადღებით შეურჩიეს და მწვერვალისკენ მიმავალი გზა გაუმარტივეს.

„ჯონ ჯონსისა და ტომ ასპინალის შემდეგ, ჩემი და ილიას ჩხუბი ყველაზე მასშტაბური იქნება. გრძელი ისტორია და ცუდი ურთიერთობა გვაქვს, რაც ხალხს ძალიან მოსწონს. ამ სპორტში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მეტოქეები დიდი ყურადღებით შეურჩიეს და ყველა მათგანს რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა.

მაქს ჰოლოუეიმ მსუბუქ წონით დივიზიონში იჩხუბა, ჯასტინ გეიჯისთან ომი ჰქონდა და შემდეგ ჩამოსვლა მოუწია. ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილიასთან ჩხუბამდე რამდენიმე თვით ადრე დაანოკაუტეს. ჯოშ ემეტი 37 წლისაა თუ რაღაც. ბრაის მიტჩელი როგორც არ უნდა მიყვარდეს, ის სტრაიკერი არაა.

შეადარეთ თოფურიას მეტოქეები ჩემს ოპონენტებს. მაიკლ ჩენდლერი დაამარცხებს ყველა მებრძოლს, რომლებსაც თოფურია საჩემპიონო დაპირისპირებამდე ეჩხუბა. უფრო მეტიც, ბობი გრინიც ყველას მოუგებს. ვოლკი სამი თვით ადრე რომ არ დაონოკაუტებინათ, თოფურია მას ვერ დაამარცხებდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსუბუქ წონაში გადმოვიდა, ისაა, რომ ვოლკანოვსკისთვის რემატჩის მიცემა არ უნდოდა. თოფურიას ყველგან მაგრად ვცემ“.

ვინც არ იცით, პიმბლეტმა ბოლო ბრძოლაში მაიკლ ჩენდლერს მოუგო, მანამდე კი ბობი გრინსა და ტონი ფერგიუსონს აჯობა. პიმბლეტთან ორთაბრძოლამდე ფერგიუსონს ზედიზედ 6 წაგება ჰქონდა, მაიკლ ჩენდლერს კი ბოლო 5-დან მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა, ისიც ტონი ფერგიუსონთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„100 000 რომ მქონდეს, ილიაზე დავდებდი“ | მახაჩევის ლეგენდარული მწვრთნელი
„100 000 რომ მქონდეს, ილიაზე დავდებდი“ | მახაჩევის ლეგენდარული მწვრთნელი