„გააკეთე ეს თუნდაც პალესტინისთვის“ - სტრიკლენდმა ბელალს მიმართა
შონ სტრიკლენდი და ბელალ მუჰამადი UFC-ის სხვადასხვა წონით დივიზიონში იბრძვიან, თუმცა ერთმანეთის გაკრიტიკებისგან თავს არასოდეს იკავებენ. როდესაც ამერიკელმა დრიკუს დუ პლესისთან საჩემპიონო ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო, ბელალმა მას მებრძოლის როლს ამოფარებული რასისტი კლოუნი უწოდა.
ბუნებრივია, ჯეკ დელა მადალენასთან მუჰამადის მარცხის შემდეგ, მისი დაცინვის შანსს ხელიდან არც სტრიკლენდი გაუშვებდა და ასეც მოხდა, თუმცა შონმა ბელალის გაკრიტიკებაზე უფრო მეტად მათი შესაძლო ორთაბრძოლის ჩანიშვნაზე ისაუბრა, რომელიც მისი განცხადებით, თუ პალესტინელი მოინდომებს, სრულიად იოლად განხორციელებადი თემაა იმისდა მიუხედავად რომ ისინი სხვადასხვა დივიზიონებში გამოდიან.
შონ სტრიკლენდი
ბელალ, ბოლოს და ბოლოს დადგა დრო და ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩემს მსგავსად საჩემპიონო ქამარი შენც დაკარგე და მგონი დროა, ოქტაგონში ერთმანეთს დავუპირისპირდეთ.
სოციალურ ქსელში წერ რომ აუცილებლად დაბრუნდები და ქამარს დაიბრუნებ, მაგრამ ეს შენც ხომ კარგად იცი რომ სისულელეა. სჯობს, ზედა დივიზიონში გადმოხვიდე და ჩვენი ბრძოლა შედგეს - გააკეთეს ეს თუნდაც პალესტინისთვის.
შეგახსენებთ, რომ ბელალ მუჰამადი ქვესაშუალო წონით დივიზონში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა და ტიტული დათმო. შონ სტრიკლენდმა კი ქამარი 2024 წლის იანვარში დაკარგა, როდესაც დრიკუს დუ პლესისთან არბიტრების გაყოფილი გადაწყვეტილებით წააგო.