„მზად ვარ, ჩარლზს დავეხმარო“ | სილვას სჯერა, რომ ოლივეირა ილიას გადაუვლის
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, ჟან სილვა მზადაა, ჩარლზ ოლივეირას დაეხმაროს. „დუ ბრონქსი“ მომდევნო ორთაბრძოლას ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართავს და სილვა, თანახმაა, მისი სპარინგ-პარტნიორი იყოს.
„თავისუფალი ვარ. იგივე გაბარიტები მაქვს, რაც თოფურიას და თუ ოლივეირას უნდა, მოსამზადებელი კემპისას დავეხმარო, აქ ვარ. იდეალურად ვიცი, თოფურიას იმიტაცია როგორ გავაკეთო და მისი სახის სხვადასხვა გამომეტყველების მიღებაც შემიძლია.
რას ვფიქრობ, ამ ორთაბრძოლაზე? თუ ოქტაგონზე ის ოლივეირა გავა, რომელიც ბოლო ჩხუბისას ვიხილეთ, ჩარლზი თოფურიას გადაუვლის“.
ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 მოგება და 10 წაგება აქვს. „დუ ბრონქსმა“ ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერს მოუგო, მანამდე კი არმან ცარუკიანთან დამარცხდა. „ელ მატადორისა“ და ოლივეირას დაპირისპირება საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც ლას-ვეგასში, თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.