„მე კაცი ვარ, შენ - ლაჩარი“ | თოფურიამ მახაჩევს მიმართა
ილია თოფურიამ ისლამ მახაჩევს მიმართა. რამდენიმე წუთის წინ, რუსმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ აუხსნა, მათ შორის რა განსხვავებაა. თოფურიას პასუხმა არ დააყოვნა და აი, რას წერს ილია:
„განსხვავება შენსა და ჩემს შორის ისაა, რომ მე კაცი ვარ, შენ - ლაჩარი. მე ვლაპარაკობ და ვჩხუბობ, შენ ლაპარაკობ და იმალები. შორს გაიქეცი, კვალი არ დატოვო. Ты маленький пацан (პატარა ბიჭი ხარ)".
The difference between you and me is that I am a man and you are a coward. I speak and fight. you talk and hide. Run away far, leaving no trace. Ты маленький пацан. https://t.co/kDuhhdIB8t
— Ilia Topuria (@Topuriailia) May 15, 2025
ცნობისთვის, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც თოფურიამ მახაჩევს ყველაზე დიდი ჰიპოკრიტი უწოდა, ვინც კი ოდესმე უნდახავს. „ელ მატადორს“ მიაჩნია, რომ ისლამი ზუსტად იმავეს აკეთებს, რაც მან გააკეთა, მაგრამ არავინ ეუბნება, რომ ქვესაშუალო წონაში საჩემპიონო ჩხუბს არ იმსახურებს.
გეტყვით იმასაც, რომ მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ, „ელ მატადორი“ მახაჩევს ითხოვდა, მაგრამ ისლამის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მას სატიტულო დაპირისპირება უნდა დაემსახურებინა და ტოპ 5-ის რომელიმე წევრი დაემარცხებინა.