ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მსუბუქ წონაში არავინ ხარ“ | მახაჩევმა თოფურიას უპასუხა

ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას უპასუხა. რუსმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, „ელ მატადორს“ მიმართა და განაცხადა, რომ ის ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ქამრის ორ პრეტენდენტს გაექცა, რომლებსაც ზედიზედ 5 და 9 მოგება ჰქონდათ.

„ჩემსა და შენს შორის განსხვავება ისაა, რომ მე ჯერ ჩემი დივიზიონი გავასუფთავე და მაღალ წონაში შემდეგ გადავედი. შენ გაექეცი კონტენდერებს, რომლებსაც ზედიზედ 5 და 9 ორთაბრძოლა ჰქონდათ მოგებული (მოვსარ ევლოევსა და დიეგო ლოპესს გულისხმობს).

მსუბუქ წონით დივიზიონში არავინ ხარ, გარდა გრძელი ენის მქონე ესპანელისა, რომელსაც კარგი ვარცხნილობა აქვს. ერთხელ მოიგე და შემდეგ ვილაპარაკოთ, ბიჭუნავ“.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ყველაზე დიდი ჰიპოკრიტია, ვინც კი ოდესმე უნახავს. „ელ მატადორის“ თქმით, ისლამი ზუსტად მისნაირად იქცევა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ისლამი საჩემპიონო ბრძოლას მაინც იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახაჩევი გაიქცა, აბდელაზიზმა მადლობა უნდა მითხრას“ | რა თქვა ილია თოფურიამ
„მახაჩევი გაიქცა, აბდელაზიზმა მადლობა უნდა მითხრას“ | რა თქვა ილია თოფურიამ