„მახაჩევი გაიქცა, აბდელაზიზმა მადლობა უნდა მითხრას“ | რა თქვა ილია თოფურიამ
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. „ელ მატადორმა“ ისლამ მახაჩევი გააკრიტიკა და მის მენეჯერზე, ალი აბდელაზიზზე ისაუბრა.
„ისლამ მახაჩევი ყველაზე დიდი ჰიპოკრიტია, ვინც კი ოდესმე მინახავს. მითხრეს, რომ მას არ უნდოდა ჩემთვის საჩემპიონო შანსი მოეცა, რადგან როგორც დაბალი წონიდან ასულ მებრძოლს, პატარა ბიჭს მეძახდა. ახლა პატარა ბიჭი თვითონაა და იგივე ვითარებაშია, როგორშიც მე ვიყავი.
ცხოვრებაში ამაზე დიდი ჰიპოკრიტობა არასდროს მინახავს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო, რაც მე და ახლა ქვესაშუალო წონაში, საჩემპიონო ორთაბრძოლა უნდა. თუმცა, ესაა რჩევა, რომელიც მას მისცეს. ალი აბდელაზიზის განცხადება, რომ მადლობა ვუთხრა, რადგან ისლამმა ქამარი ვაკანტური გახადა? აბდელაზიზმა მადლობა მე უნდა მითხრას, მისი ვარსკვლავი რომ არ ვცემე. ამ მომენტში, მას ღირებულება და სანდოობა რომ აქვს, ჩემი დამსახურებაა. ესაა ჩხუბი, რომლის ნახვაც ყველას უნდოდა, მაგრამ აბდელაზიზის ვარსკვლავი გაიქცა“.
შეგახსენებთ, რომ ილიასა და ოლივეირას დაპირისპირება ლას-ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. „დუ ბრონქსი“ და „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებენ.