გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„გირჩევთ, ეპიზოდს გადახედოთ...“ - მამარდას პენალტის ეპიზოდზე VAR-ის ჩანაწერი გავრცელდა

გუშინ, ლა ლიგის 36-ე ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ალავესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დამარცხდა.

ქართველ მეკარეს გამორჩეული მატჩი ჰქონდა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მამარდაშვილმა 4 ეფექტური სეივი შეასრულა, მაგრამ სამწუხაროდ, 75-ე წუთზე პენალტი აიკიდა, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გადამწყვეტი გავლენა იქონია.

თუმცა, ამ ეპიზოდს ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, რომ გიორგი მამარდაშვილს თამაშის წესები არ დაურღვევია და მთავარ მსაჯს, ხესუს ხილ მანსანოს ეპიზოდის VAR-ზე ნახვის შემდეგ პენალტი უნდა გაეუქმებინა.

ამ გამოხმაურების გამო ლა ლიგის სამსაჯო კომიტეტს ცოტა ხნის წინ ხესუს ხილ მანსანოსა და VAR-ის დიალოგის გასაჯაროება მოუწიათ, სადაც მთავარი მსაჯი თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

VAR-ის მსაჯი: „ხესუს, გირჩევთ გადახედოთ ეპიზოდს ჯარიმის შესაძლო გაუქმებაზე“.

ხესუს ხილ მანსანო: „მინდა ვნახო, ვინ შეეხო პირველად ბურთს და ვინ ითამაშა პირველმა. მინდა ვნახო, ეხება თუ არა მეკარე ბურთს“.

ამის შემდეგ, ხილ მანსანო VAR-ის მონიტორთან მივიდა და ეპიზოდი თავად ნახა, რის შემდეგაც თავისი პირველი გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ასე ახსნა: „გასაგებია, მეკარე ბურთს საერთოდ არ შეხებია და მოწინააღმდეგე ძირს დააგდო. ჩემს გადაწყვეტილებას არ შევცვლი, გასაგებია? ეს პენალტია“.

შესაბამისად, ხესუს ხილ მანსანომ მამარდაშვილის კარში თერთმეტმეტრიანი მაინც დანიშნა, რომელიც ზუსტად ხოან ჯორდანმა შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვებაც მოუტანა, არა და ქართველი მეკარე პენალტის მოგერიებასთან ძალიან ახლოს იყო. მამარდამ ჯორდანს კუთხე გამოუცნო, მაგრამ მოგერიებამდე მცირედი დააკლდა.

ეს ეპიზოდი მამარდაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განიხილა და განაცხადა, რომ მთავარმა მსაჯმა შეცდომა დაუშვა.

11 ტურის შემდეგ „ვალენსია“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 45 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 მაისს, საკუთარ მოედანზე „ატლეტიკ ბილბაოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ეს პენალტი არ იყო“ - მამარდაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი
“ეს პენალტი არ იყო“ - მამარდაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი