ჰარი კეინი
Aa
Aa

„ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია“ - კეინი პსჟ-სთან მატჩზე

მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევმა, ჰარი კეინმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში, „ფლამენგოსთან“ გამარჯვების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ ისაუბრა.

მეოთხედფინალში ერთმანეთს სწორედ პსჟ და მიუნხენური გუნდი დაუპირისპირდებიან, კეინმა კი მომავალი მეტოქე დაახასიათა და აღნიშნა, რომ „ბაიერნს“ ნებისმიერ გუნდის დამარცხება შეუძლია.

რას ამბობს ჰარი კეინი:

„აქ იმიტომ ვართ, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ. პარიზთან მატჩი განსხვავებული იქნება, მაგრამ მათი დამარცხება შეგვიძლია. ვგრძნობთ, როდესაც საუკეთესო ფორმაში ვართ და ახლა ასეა. ამ დროს ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ამ მატჩსაც სწორედ ასეთი განწყობით მივუდგებით“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ მერვედფინალში ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ 4:0 დაამარცხა, „ბაიერნმა“ კი „ფლამენგოს“ 4:0 მოუგო. გუნდებს შორის მეოთხედფინალური მატჩი 5 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მესის წინააღმდეგ - პსჟ-მა ინტერ მაიამი გაანადგურა
კვარა მესის წინააღმდეგ - პსჟ-მა ინტერ მაიამი გაანადგურა