“ეს პენალტი არ იყო“ - მამარდაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი
ლა ლიგის მორიგ ტურში ვალენსია ალავესს ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილს დიდებული მატჩი ჰქონდა, თუმცა შეხვედრის 75-ე წუთზე პენალტი აიკიდა, რომელიც ძალიან საკამათო იყო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა კარის დარაჯმა ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მამარდაშვილი:
„არ მესმის და ვერც გავიგებ. ეს პენალტი არ იყო. ეს ალავესის ფეხბურთელებმაც მითხრეს. ძალიან ნათელია, რომ პენალტი არ იყო. ვნახე ვიდეო ჩანაწერი და ეს პენალტი არ არის.“
ცნობისთვის, წაგების მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილი ალავესთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
სამწუხაროდ, ამ წაგების შემდეგ, ვალენსია სატურნირო ცხრილში დაქვეითდა და კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შანსები მინიმუმამდე დავიდა.
ამ მომენტისთვის, ვალენსია 45 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში ღამურები ბილბაოს ატლეტიკს უმასპინძლებენ. მატჩი 18 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.