ჟერარ პიკე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მას გუნდი სჭირდება და არა ვარსკვლავები“ - პიკემ ლუის ენრიკე დაახასიათა

ლუის ენრიკეს სამწვრთნელო დონისა და შესაძლებლობების შესახებ აქამდეც ყველას ყველაფერი კარგად მოეხსენებოდა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენში“ ჩატარებული ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, ასტურიელი სპეციალისტი კიდევ უფრო მეტად დააფასეს. რაში მდგომარეობს მისი წარმატების საიდუმლო, ამის თაობაზე Mundo Deportivo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ჟერარ პიკემ ისაუბრა, რომელიც ენრიკეს ხელმძღვანელობით „ბარსელონა“ სამი წლის განმავლობაში თამაშობდა.

რას ამბობს პიკე

ლუის ენრიკეს ძალიან კარგად ვიცნობ, რადგან ის ჩემი მთავარი მწვრთნელი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო. გამორჩეული სპეციალისტია, რომელიც ჭეშმარიტი ლიდერის თვისებებით არის დაჯილდოებული. გამუდმებით იმეორებდა, რომ მას არა სუპერვარსკვლავები, არამედ ისეთი მოთამაშეები სჭირდებოდა, რომლებიც ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანდებოდნენ და სწორედ ასეთი გუნდი შეკრა „პარი სენ-ჟერმენში“.

კილიან მბაპე რეალურად „პარი სენ-ჟერმენისთვის“ პრობლემას წარმოადგენდა და მისი წასვლით ეს კლუბი კი არ დასუსტდა, არამედ გაძლიერდა. გუნდმა აჩვენა საუკეთესო ფეხბურთი და ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერი“ 5:0 დაამარცხა, რაც დაუჯერებლად რთულია.

ცნობისათვის, ენრიკე მწვრთნელობის პერიოდში პარიზელებს კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი აქვთ - ისინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არიან, სადაც „ბაიერნს“ შეხვდებიან და მატჩი შაბათს, 5 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია“ - კეინი პსჟ-სთან მატჩზე
„ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია“ - კეინი პსჟ-სთან მატჩზე