პიმბლეტი: ოლივეირა ნერვიულობდა, როდესაც თოფურიასთან საჩხუბრად გამოვიდა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ილია თოფურიას პოტენციურმა მეტოქემ, პედი პიმბლეტმა UFC 317-ზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა, სადაც მთავარი ბრძოლა „ელ მატადორსა“ და ჩარლზ ოლივეირას შორის გაიმართა.
„ბედი“ მიიჩნევს, რომ „დუ ბრონქსი“ ბრძოლის წინ ნერვიულობდა.
„ჩარლზის გამოსვლის დროს ვთქვი, რომ ის ნერვიული ჩანდა, მაშინ როცა ილია ძალიან მშვიდად იყო. ვფიქრობ, სწორედ ამან იქონია გავლენა პირველ რაუნდზე. ჩემი აზრით, ჩარლზს პირველი რაუნდისთვის რომ გაეძლო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, თუმცა როგორც ყველამ ნახა, ამან ეს ვერ გააკეთა“, - თქვა პიმბლეტმა ESPN-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ილივეირა პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.
გეტყვით ასევე, რომ რომ ქართველმა მებრძოლმა კარიერაში მე-17 ბრძოლა გამართა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა.