ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

დელა მადალენას სურს, რომ მახაჩევს შემოდგომაზე ეჩხუბოს

UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი, ჯეკ დელა მადალენა მზად არის, რომ ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ შემოდგომაზე იჩხუბოს.

„თავს კარგად ვგრძნობ - 1 კვირა მჭირდება აღდგენისთვის და კარგი საკვებით ტკბობისთვის. მინდა ოქტაგონზე რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. შემოდგომა? დიახ, სექტემბერი აბსოლუტურად მისაღებია. დივიზიონს განვითარება სჭირდება. გულწრფელად მჯერა, რომ ნებისმიერი პრეტენდენტის დამარცხება შემიძლია. ჩხუბი მახაჩევთან ავსტრალიაში? ეს მაგარი იქნებოდა. ვფიქრობ, UFC ამას დაეთანხმება“, - თქვა ავსტრალიელმა მებრძოლმა.

დღეს ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა და ჯეკ დელა მადალენას ეჩხუბება, ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა კი მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ.

შეგახსენებთ, რომ სატიტულო ბრძოლაში მადალენამ ბელალ მუჰამედი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული მეტოქეა“ | ოლივეირას პირველი კომენტარი ილიასთან ჩხუბზე
„ძალიან რთული მეტოქეა“ | ოლივეირას პირველი კომენტარი ილიასთან ჩხუბზე