ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„მახაჩევი გაიქცა“ | ილია თოფურია ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება

ილია თოფურია ოქტაგონს უბრუნდება. UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

„მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა და ჯეკ დელა მადალენას ეჩხუბება. ყველა იცნობთ ილია თოფურიას. ის დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური გახადა. ილია მსუბუქ წონაში გადავიდა და ყოფილ ჩემპიონს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ისინი მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებენ“, - თქვა დენამ.

უაითის განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „28 ივნისს, კიდევ ერთი ოცნება ასრულდება. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიში... ჩემი ოცნებებისთვის ვჩხუბობ. სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა. 17-0-ზე“.

ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 მოგება და 10 წაგება აქვს. „დუ ბრონქსმა“ ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერს მოუგო, მანამდე კი არმან ცარუკიანთან დამარცხდა. „ელ მატადორისა“ და ოლივეირას დაპირისპირება საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ | მსოფლიოს შესარჩევის წილისყრა კალათბურთში
საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ | მსოფლიოს შესარჩევის წილისყრა კალათბურთში