საქართველო ესპანეთის წინააღმდეგ | მსოფლიოს შესარჩევის წილისყრა კალათბურთში
კალათბურთის მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში იყო. პირველი, მეოთხე, მეხუთე და მერვე კალათის გუნდები A, C, E და G ჯგუფებში გადანაწილდნენ.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა.
A ჯგუფი
პრე-საკვალიფიკაციო რაუნდის D ჯგუფის II ადგილოსანი (დანია/ნორვეგია/ხორვატია)
საქართველო
პრე-საკვალიფიკაციო რაუნდის A ჯგუფის გამარჯვებული (სლოვაკეთი/შვეიცარია/უკრაინა)
ესპანეთი
B ჯგუფი
საბერძნეთი
მონტენეგრო
პორტუგალია
B-ს გამარჯვებული (ჩრდილოეთ მაკედონია/რუმინეთი/უნგრეთი)
C ჯგუფი
სერბეთი
თურქეთი
ბოსნია და ჰერცეგოვინა
A-ს მეორეადგილოსანი (სლოვაკეთი/შვეიცარია/უკრაინა)
D ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი
იტალია
ისლანდია
ლიეტუვა
E ჯგუფი
D-ს გამარჯვებული (დანია/ნორვეგია/ხორვატია)
გერმანია
ისრაელი
კვიპროსი
F ჯგუფი
ლატვია
პოლონეთი
C-ს მეორეადგილოსანი (ნიდერლანდები/ავსტრია/ბულგარეთი)
C-ს გამარჯვებული (ნიდერლანდები/ავსტრია/ბულგარეთი)
G ჯგუფი
B-ს მეორეადგილოსანი (ჩრდილოეთ მაკედონია/რუმინეთი/უნგრეთი)
საფრანგეთი
ბელგია
ფინეთი
H ჯგუფი
სლოვენია
ჩეხეთი
შვედეთი
ესტონეთი
საქართველოს ეროვნული გუნდი ფინეთის, თურქეთისა და დანია-ხორვატიის წყვილის გამარჯვებულთან ერთად მეოთხე კალათაში იყო.
32 ნაკრები 8 ჯგუფში განაწილდა. თითოეული, 4-გუნდიანი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გავა. პირველი ეტაპის 6 მატჩისთვის გამოყოფილი იქნება 3 სათამაშო ფანჯარა, რომელიც 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2026 წლის ივლისში დასრულდება.
მეორე ეტაპზე გასული 24 ნაკრები 4 ჯგუფში განაწილდება. თამაშები 2026 წლის აგვისტოში დაიწყება, ნოემბერში გაგრძელდება და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
წილისყრის ცერემონია პლანეტის უდიდესი საკალათბურთო ფორუმის მომავალი მასპინძელი ქვეყნის, კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 32 ნაკრებიდან 12 ევროპული იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 2023 წელს იასპარეზა და საუკეთესო 16 ნაკრებში მოხვდა.