„ვიღებ შენს გამოწვევას“ - მაკგრეგორი დე ლა ჰოიას წინააღმდეგ იჩხუბებს?
Aa
Aa

„ვიღებ შენს გამოწვევას“ - მაკგრეგორი დე ლა ჰოიას წინააღმდეგ იჩხუბებს?

კონორ მაკგრეგორი შესაძლოა რინგზე კიდევ ერთხელ ვიხილოთ. რამდენიმე დღის წინ, ირლანდიელთან კრივის წესებით გამართული ბრძოლის ჩატარების სურვილი ოსკარ დე ლა ჰოიამ გამოთქვა და ხმამაღალი განცხადება გააკეთა:

კონორის დასანოკაუტებლად 2 რაუნდი მეყოფა. ყველამ იცის, რომ რინგზე ყოველთვის მეტოქის მოსაკლავად გავდიოდი.

კონორის მიმართ სიმპათიები მაქვს. მას უდიდეს პატივს ვცემ და ოქტაგონზე მის მიერ გამართულ ბრძოლებს ყოველთვის ვუყურებ, მაგრამ კრივი საერთოდ სხვა განზომილებაა“.

ირლანდიელმა „ოქროს ბიჭუნას“ დღეს, სოციალურ ქსელში უპასუხა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა: „ოსკარ დე ლა ჰოია, ვიღებ შენს გამოწვევას“.

კონორის განცხადებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივრები უკვე ბრძოლის ორგანიზებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები