ლაშა გურული
Aa
Aa

გურულმა გამარჯვებით დაიწყო - მოკრივეების წარმატებული სტარტი

ინგლისის ქალაქ ლივერპულში კრივში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ბუნებრივია ქართველი მოკრივეებიც ასპარეზობენ და ტურნირის საწყის ეტაპზე საკმაოდ ნორმალურად გამოიყურებიან. ყურადღების ცენტრშია პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული, რომელმაც პროფესიონალურ კრივში გადაინაცვლა, თუმცა ისეთ დიდ ტურნირებზე, როგორებიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი და ოლიმპიური თამაშებია, სამოყვარულო კრივში ისევ გამოვა.

რუსთაველი სპორტსმენი განთესილი იყო და  გურულმა (65 კგ) მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა მეთექვსმეტედფინალიდან დაიწყო, სადაც საუდის არაბეთის წარმომადგენელ მუსა ალჰავსავის აჯობა და შემდეგ წრეში გავიდა. ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ არტიუშ გომციანი (60 კგ), ლუკა ნიქაბაძე (70 კგ), სახილ ალახვერდოვი (50 კგ), გიორგი ყუშიტაშვილი (85 კგ) და გიორგი ნატროშვილი (75 კგ), რომელთაც შესაბამისად ლიეტუველ ედგარას სკუდელისს, სამხრეთ კორეელ ჯონსუ კიმის, უელსელ სკოტ რიჩარდსს, ხორვატ პეტერ ლესკურსა და ავსტრიელ მარსელ მეინლის აჯობეს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ნიქაბაძისთვის და გიორგი ნატროშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის სპორტსმენებში პირველია და შესაბამისად, მათი წარმატებებიც ორმაგად სასიხარულოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნებისმიერ ტურნირზე მთავარი ფსიქოლოგია - ლაშა გურულის წარმატების საიდუმლო
ნებისმიერ ტურნირზე მთავარი ფსიქოლოგია - ლაშა გურულის წარმატების საიდუმლო