ლაშა გურული
Aa
Aa

„ამის გამო ასეთი სტრატეგია შევარჩიეთ“ - გურულმა ბრძოლა შეაფასა

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ პროფესიონალურ კრივში გადასვლის შემდეგ, საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერმა ლაშა გურულმა ყველაზე მძიმე ორთაბრძოლა რამდენიმე დღის წინ, ლაიამ დილონთან ჩაატარა. ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონში გამართული ჩხუბის მერვე რაუნდში ლაშა მეტოქემ ნოკდაუნში ჩააგდო, თუმცა საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. საინტერესო მოსასმენი იყო გურულის მხრიდან ცივ გონებაზე ბრძოლის შეფასება.

ლაშა გურული

ეს ჩემთვის პირველი 8-რაუნდიანი ჩხუბი იყო, რის გამოც შედარებით ფრთხილი სტრატეგია შევარჩიე. პროფესიონალურ კრივში მხოლოდ წელიწადნახევარია რაც გადმოვინაცვლე და ჯერჯერობით წინ საკმაოდ კარგი ტემპით მივიწევ.  რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, უზომოდ გამოცდილი იყო, რომელსაც ექვსი 12-რაუნდიანი და ხუთი 10-რაუნდიანი ჩხუბი უმაგრებდა ზურგს.

ვიცოდი რა ძალასთანაც მიწევდა შეჯახება, რადგან დილონი არასდროს არ დანოკაუტებულა. ამის გამო გუნდთან ერთად შევარჩიე ტაქტიკა, რომ ფეხებზე გვემოძრავა, აქცენტი ქულების მაქსიმალურ დაგროვებაზე გაგვეკეთებინა და ეს ბარიერი მშვიდად გადაგველახა, რაც ჩემი აზრით კარგად გამოგვივიდა.

შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული 2024 წელს პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, რის შემდეგაც დროებით პროფესიონალურ კრივში გადაინაცვლა, სადაც ოთხიდან ოთხი ორთაბრძოლა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაუმარცხებელი ნოკაუტში ჩააგდო - ყუშიტაშვილის გამარჯვება
დაუმარცხებელი ნოკაუტში ჩააგდო - ყუშიტაშვილის გამარჯვება