ლაშა გურული
Aa
Aa

ნოკდაუნი მერვე რაუნდში | ლაშა გურულის გამარჯვება მძიმე ბრძოლაში

ლაშა გურულმა პროფესიონალური კარიერის მეოთხე ორთაბრძოლა გამართა. ინგლისში, ქალაქ საუთჰემპტონში მდებარე „სენთ მერი სთედიუმზე“ გურული ლიამ დილონს დაუპირისპირდა და მძიმე ორთაბრძოლაში მოიგო.

საწყის რაუნდებში გურული უკეთესად გამოიყურებოდა. ლაშა უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს კარგად აკონტროლებდა, თუმცა ჩხუბის ბოლოს, მძიმე წუთების გადატანა მოუწია.

მერვე რაუნდში გურული ნოკდაუნში აღმოჩნდა. ქართველი მოკრივე არ დანებდა, ხასიათი აჩვენა, ჩხუბში დარჩა და საბოლოოდ, გამარჯვებული მსაჯმა გამოავლინა. ბერნარდ ოიეტმა 76:75 დაწერა და მოგება გურულს მიანიჭა. ლაშას 8-დან ხუთი რაუნდი მისცეს და რადგან ბოლო რაუნდში ნოკდაუნში აღმოჩნდა, დილონს ამ რაუნდში 10:8 ჩაეწერა.

მერვე რაუნდი

ქართველმა მოკრივემ კარიერაში მეოთხე ორთაბრძოლა მოიგო. ლიამ დილონთან შეხვედრამდე გურულმა ბენიტო სანჩეს გარსია, ჯეიმს ფრენსისი და ბერნარდ ები დაამარცხა. რაც შეეხება მის მეტოქეს, დილონის ანგარიშზე 16 მოგება, 5 წაგება და 1 ფრე იყო.

სრული ორთაბრძოლა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორჯერ დანებდა, პიმბლეტს ეჩხუბოს“ | გეიჯი თოფურიასთვის რემატჩის მიცემას არ აპირებს
„ორჯერ დანებდა, პიმბლეტს ეჩხუბოს“ | გეიჯი თოფურიასთვის რემატჩის მიცემას არ აპირებს