ექვსი ქართული ფინალი - კრივის საერთაშორისო ტურნირი
ბათუმში დასრულდა ირაკლი აბაშიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის, სადაც 10-მდე ქვეყნის 100 სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრების გამარჯვებული ცხრა ქართველი მოკრივე გახდა. ტურნირზე ექვსი ქართული ფინალი ვიხილეთ.
მარია მურზინამ ანა ხვედელიძეს, გიორგი კაპანაძემ დავით მუშკუდიანს, ლაშა გაგნიძემ ლევან დემუროვს, გიორგი ნატროშვილმა საბა პაპიძეს, ნიკიტა ბარამიძემ ლუკა კვირიკაძეს, ნიკოლოზ ბეგაძემ კი ჩანან ჯაფაროვს მოუგო. გორ აივაზიანმა ოქროს მედალი ისრაელელი მეტოქის დამარცხებით მოიპოვა, ნიკა სუხაშვილს და ლუკა მაჭუტაძეს კი ფინალში მეტოქე არ გამოუცხადდა.
ცნობისათვის, ირაკლი აბაშიძე ცნობილი ქართველი მოკრივე იყო, რომელიც სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ, აჭარის კრივის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.