გავი
Aa
Aa

ოპერაცია თუ ალტერნატიული მეთოდებით მკურნალობა - გავი არჩევანის წინაშეა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა გავიმ შესაძლოა მუხლის ტრავმის გამო 6 კვირა გამოტოვოს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, „ბლაუგრანას“ ნახევარმცველს მარჯვენა მუხლი აწუხებს, რომელზეც მან 2023 წლის შემოდგომაზე ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

ტრავმის გამო გავიმ უკვე გამოტოვა 31 აგვისტოს გამართული მატჩი „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ და ესპანეთის ნაკრების ორი მატჩი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

გამოცემის ცნობით, გავი კონსერვატიულ მკურნალობას გადის და შესაძლოა 6 კვირამდე იუქმოს, თუმცა ბოლომდე არც ოპერაციაა გამორიცხული. მომდევნო კვირაში „ბარსას“ სამედიცინო შტაბი ახალ თათბირს გამართავს, რომელზეც ბოლო დღეების დინამიკას შეისწავლის.

აღსანიშნავია ისიც, რომ გავის არა ძველი ტრავმის რეციდივი, არამედ ახალი დაზიანება აწუხებს - ტკივილის კერა მარჯვენა მუხლის სხვა ნაწილში მდებარეობს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში გავიმ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო - მის ანგარშზე 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეჰიც რომ შეეძინათ, ყველაფერს მოიგებდნენ | რიოს აზრით, ლივერპულს საუკეთესო ფანჯარა ჰქონდა
გეჰიც რომ შეეძინათ, ყველაფერს მოიგებდნენ | რიოს აზრით, ლივერპულს საუკეთესო ფანჯარა ჰქონდა