ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

ბარძაყის ტრავმა - რუდიგერი 3 თვეს იუქმებს

მადრიდის „რეალის“ მცველი ანტონიო რუდიგერი ტრავმირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია „ბლანკოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ რუდიგერს მარცხენა ფეხის ბარძაყის ტრავმა აქვს“, - აღნიშნულია „სამეფო კლუბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Marca-ს ცნობით, ფეხბურთელმა დაზიანება დღევანდელ ვარჯიშზე მიიღო. გერმანელი მცველის გამოჯანმრთელების სავარაუდო ვადებზე „რეალში“ არ საუბრობენ, თუმცა ესპანური მედია წერს, რომ რუდიგერი 3 თვეს იუქმებს. 

ცნობისთვის, მადრიდის „რეალი“ ხვალ „სოსიედადს“ ესტუმრება, 16 სექტემბერს კი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მარსელს“ მიიღებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ოფიციალურად - მანჩესტერ იუნაიტედმა ონანა ტრაბზონსპორში გაანათხოვრა
    ოფიციალურად - მანჩესტერ იუნაიტედმა ონანა ტრაბზონსპორში გაანათხოვრა