მაიკ ტაისონი, ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

ტაისონი VS მეივეზერი - ჩხუბი მომავალ წელს გაიმართება

მაიკ ტაისონი და ფლოიდ მეივეზერი ჩხუბს გამართავენ. ბრძოლა საგამოფენო იქნება.

ESPN-ის ინფორმაციით, დაპირისპირება მომავალი წლის გაზაფხულზე შედგება. ზუსტი თარიღი და ადგილია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ტაისონი მძიმე წონაში ყოფილი აბსოლუტური მსოფლიო ჩემპიონია. ბოლოს ის რინგზე გასული წლის ნოემბერში გავიდა. ყოფილმა იუთუბერმა, ჯეიკ პოლმა 57 წლის „რკინის მაიკი“ 8 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

ამ ჩხუბს ცოცხლად თვალი 70 ათასმა ადამიანმა მიადევნა და ბილეთების გაყიდვიდან ორგანიზატორებმა 17,8 მილიონი დოლარი იშოვეს, რაც ტეხასის შტატში ჩატარებულ საკრივო ღონისძიებებს თუ ავიღებთ, სარეკორდო შემოსავალია.

რაც შეეხება 48 წლის მეივეზერს, ის ჩემპიონი 5 სხვადასხვა წონით კატეგორიაში გახდა. ფლოიდმა პროფესიონალური კარიერა 2017 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 50 ბრძოლა და არც ერთი წაგებაა.

კარიერის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა მოკრივემ 8 საგამოფენო ჩხუბი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯეიკ პოლი მომდევნო ბრძოლას ჯერვონტა დევისთან გამართავს
ჯეიკ პოლი მომდევნო ბრძოლას ჯერვონტა დევისთან გამართავს