ევროპის გუნდური ჩემპიონები - ქართველების ტრიუმფი მას-რესლინგში
Aa
Aa

ევროპის გუნდური ჩემპიონები - ქართველების ტრიუმფი მას-რესლინგში

ფინეთის ქალაქ ლაჰტში გამართული მას-რელინგის კონტინენტის პირველობა ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 
ვაჟებს შორის საუკეთესო შედეგი გიორგი გივიაშვილმა, გიორგი კვეტენაძემ და ავთანდილ ყარმაზანაშვილმა აჩვენეს, რომლებიც ევროპის ჩემპიონები 75, 85 და +115 კილოგრამ წონით კატეგორიებში გახდნენ. გოგონებში კი პირველი ადგილი სალომე შუბითიძემ (-70 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ჟანა ახვლედიანი (+70 კგ) დაეუფლა.
რაც შეეხება აბსოლუტურ კატეგორიას, ჩემპიონის ტიტული ავთანდილ ყარმაზანაშვილმა არავის დაუთმო, ხოლო გიორგი კვეტენაძე ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩემპიონმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მეორე-მესამე ადგილებზე გასული მასპინძელი ფინეთი და უკრაინა სერიოზული უპირატესობით ჩამოიტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 მედალი - ქართველი პარაძალოსნების წარმატება მსოფლიო თასზე
7 მედალი - ქართველი პარაძალოსნების წარმატება მსოფლიო თასზე