ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატზე, საქართველომ 6 მედალი მოიპოვა
ბულგარეთის ქალაქ ვარნაში ბატუტზე ხტომის საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში, რომელიც ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) ეგიდით ჩატარდა, 15 ქვეყანა მონაწილეობდა.
ქართველმა სპორტსმენებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ბატუტზე ხტომაში ჩემპიონობა ქრისტინე პლეხანოვმა (11-12 წლის ასაკობრივი კატეგორია) იზეიმა.
სინქრონულ ხტომაში კი ჩემპიონები ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ჩხაიძე (15-16 წლის ასაკობრივი კატეგორია) გახდნენ.
ცოტნე ჩხაიძემ ჩემპიონობა ინდივიდუალურ ხტომებშიც იზეიმა.
ვიცე-ჩემპიონები მარიამ გაბრიაძე (13-14 წლის ასაკობრივი კატეგორია) და მაია ბოჭორიძე გახდნენ (17-21 წლის ასაკობრივი კატეგორია).
ბრინჯაოს მედალი კი ინდივიდუალურ ხტომებში მოიპოვა ლუკა ლომთათიძემ.