მედალი პრესტიჟულ ტურნირზე - ისტორიული წარმატება მაგიდის ჩოგბურთში
Aa
Aa

მედალი პრესტიჟულ ტურნირზე - ისტორიული წარმატება მაგიდის ჩოგბურთში

ბათუმში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული სერიის სახელწოდებით ცნობილი პრესტიჟული ტურნირი საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში სამუდამოდ შევა. ქართველმა სპორტსმენმა უმძიმესი კონკურენციის პირობებში შეძლო ბრინჯაოს მედლის მოგება და ამ უდიდესი მიღწევის ავტორი ანასტასია ჩხარტიშვილი გახდა.

ჩხარტიშვილი 17-წლამდე მაგიდის ჩოგბურთელებს შორის ასპარეზობდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ინდოელი ანკოლიკა ჩაკრაბორტი დაამარცხა, რის შემდეგაც გახდა პირველი ქართველი, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ამ ასაკობრივ კატეგორიაში მედალი მოიპოვა. ტურნირი 11-დან 19 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის მიმდინარეობდა და ჩვენი ქვეყნის სახელით 35 სპორტსმენი გამოვიდა.

ცნობისათვის, მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს და წლევანდელ შეჯიბრებაში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჩენდუს ტურნირი - ბასილაშვილი 1/4-ფინალში მუზეტისთან დამარცხდა
ჩენდუს ტურნირი - ბასილაშვილი 1/4-ფინალში მუზეტისთან დამარცხდა