იემელიანოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე მარათონში ვერცხლის მედალი მოიპოვა
სერჰიი იემელიანოვის კიდევ ერთი წარმატება. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე მარათონში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იემელიანოვმა 10-კილომეტრიანი დისტანცია 49:06 წუთში დაფარა და მეორე ადგილი დაიკავა.
აგვისტოში სერჰიმ პარაკაიაკში 200-მეტრიანი დისტანცია 40,31 წამში დაფარა და პლანეტის პირველობის გამარჯვებული გახდა.
მან საუკეთესო შედეგი საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში დააფიქსირა, რადგან შეჯიბრებაში 70-მდე ქვეყნის 700-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობდა.