პირველი მედალი პარაკაიაკში - იემელიანოვი მსოფლიო ჩემპიონია
იტალიის ქალაქ მილანში მიმდინარე კანოეთი სპრინტსა და პარაკაიაკის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკში 200-მეტრიანი დისტანცია 40,31 წამში დაფარა და პლანეტის პირველობის გამარჯვებული გახდა. მან საუკეთესო შედეგი საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში დააფიქსირა, რადგან შეჯიბრებაში 70-მდე ქვეყნის 700-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობდა.
ლომბარდიის დედაქალაქში პრესტიჟული ტურნირი რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და საქართველოს დელეგაციისთვის ეს პირველი მედალი არ ყოფილა - რამდენიმე დღის წინ, ბარდი ყაველაშვილმა კანოეთი სპრინტში 200-მეტრიანი დისტანცია 34.64 წამში დაფარა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ცნობისათვის, ყაველაშვილისა და ემელიანოვის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სახელით კიდევ ორი ნიჩბოსანი, გია გაბედავა და მარიამ ქერდიკაშვილი ასპარეზობდა.