ალექსანდრე წივწივაძე
Aa
Aa

ვერცხლი და ბრინჯაო - წივწივაძის ორი მედალი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის ქალაქ ბასკოვში მიმდინარე კანოეს ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი ალექსანდრე წივწივაძისთვის წარმატებული აღმოჩნდა. უნიჭიერესმა ქართველმა ახალგაზრდა სპორტსმენმა უკვე ორ დისციპლინაში მოასწრო ასპარეზობა და მედლის გარეშე არც ერთ შემთხვევაში არ დარჩენილა. ეს ყველაფერი კი მართლაც საოცარი მიღწევაა, რადგან ტურნირზე მაღალი კონკურენცია სუფევს და პირველობისთვის 30 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იბრძვის.
თავდაპირველად წივწივაძემ ძალები 500-მეტრიან მანძილზე მოსინჯა და დისტანცია 1:50, 915 წამში დაფარა, რაც მეორე მაჩვენებელი აღმოჩნდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. რაც შეეხება 200-მეტრიან დისტანციას, აქ ფინიშიზე წივწივაძე 40.803 წამში იყო და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
 
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე წივწივაძემ მაისში სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც კონტინენტის პირველობისთვის მოსამზადებელ შეჯიბრებად ითვლებოდა, ფენომენალურად იასპარეზა და ხუთი მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წივწივაძის ტრიუმფი - ხუთი ოქრო საერთაშორისო ტურნირზე
წივწივაძის ტრიუმფი - ხუთი ოქრო საერთაშორისო ტურნირზე