პირველი ვერცხლი აკადემიურ ნიჩბოსნობაში - ქართული დუეტის წარმატება
Aa
Aa

პირველი ვერცხლი აკადემიურ ნიჩბოსნობაში - ქართული დუეტის წარმატება

იტალიის ქალაქ ვარეზეში გამართული ევროპის ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. დადებითი შედეგის მიღწევა ყოველთვის კარგია, თუმცა როდესაც მაყურებელსა და ექსპერტებს საოცარი შედეგებით პატარა ქვეყნის წარმომადგენლები აოცებენ, ეს კიდევ უფრო მეტად დასაფასებელია.

საქართველოს ნაკრების წევრებმა გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა მსუბუქ წონაში ორადგილიანი ნავით ფინიშის ხაზი მეორე საუკეთესო შედეგით გადაკვეთეს და ვერცხლის პრიზიორები გახდნენ, რაც ამ დისციპლინაში ჩვენი ქვეყნის არსებობის ისტორიაში აქამდე არასოდეს მომხდარა. კანთელაძე-ლაშქარეიშვილის წყვილმა მოცემული დისტანცია 6 წუთში და 53 წამში დაფარა, პირველ ადგილზე გასულ გერმანულ დუეტს, ერდმანი-ურსპრუნგს კი საამისოდ 6 წუთი და 49 წამი დასჭირდა.

ცნობისათვის, იტალიაში გამართული კონტინენტის პირველობა საკმაოდ წარმომადგენლობითი შეჯიბრება გახლდათ, სადაც მონაწილეობას 31 ქვეყნის 400-მდე ნიჩბოსანი იღებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მალანიას და პეტრიაშვილის ტრიუმფი - ნიჩბოსნების წარმატება
მალანიას და პეტრიაშვილის ტრიუმფი - ნიჩბოსნების წარმატება