სერჰი ემელიანოვი
Aa
Aa

იემელიანოვის ოქროს მედალი - საუკეთესო მსოფლიოს თასზე

უკანასკნელ პერიოდში ქართული ნიჩბოსნობისა და მთლიანად სპორტის მოყვარულებს სერჰი იემელიანოვი უმაღლესი დონის შედეგებით ანებივრებს და გამონაკლისს არც გერმანიის ქალაქ ბრანდენბურგში გამართული მსოფლიო თასის მეორე ეტაპი წარმოადგენდა, სადაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი უმძიმესი კონკურენციის პირობებში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

იემელიანოვმა პარაკაიაკის შეჯიბრებაში ასპარეზობა შესარჩევი გაცურვით დაიწყო, სადაც არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა და ფინალურ ეტაპზე პირველი ადგილით გადავიდა. ტურნირის მთავარ გაცურვაში კი, სერჰიმ 200-მეტრიანი დისტანცია 0:44,14 წამში დაფარა, რაც ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო შედეგი გამოდგა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად გავიდა.

ცნობისათვის, მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე ჩვენი ქვეყნის სახელით კანოესა და კაიაკში კიდევ სამი სპორტსმენი, ბადრი ყაველაშვილი, ალექსანდრე წივწივაძე და გია გაბედავა ასპარეზობდა, ჯამში კი ტურნირში 65-მდე ქვეყნის 700-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იემელიანოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე მარათონში ვერცხლის მედალი მოიპოვა
იემელიანოვმა მსოფლიო ჩემპიონატზე კანოე მარათონში ვერცხლის მედალი მოიპოვა