ალექსანდრე წივწივაძე
Aa
Aa

წივწივაძის ტრიუმფი - ხუთი ოქრო საერთაშორისო ტურნირზე

ახალგაზრდა და ნიჭიერი ქართველი სპორტსმენების წარმატებები ყოველთვის სასიხარულო და ყურადღებამისაქცევია, თუმცა როდესაც რომელიმე მათგანი შედეგებს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აჩვენებს, ეს ორმაგად დასაფასებელია. ამჯერად მხედველობაში უნიჭიერესი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე გვყავს, რომელსაც ავარიის გამო, რამდენიმეთვიანი უმძიესი სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწია, თუმცა ნავს ძველებური შემართებით დაუბრუნდა და სლოვაკეთის საერთაშორისო ტურნირზე ხუთი ოქროს მედალი მოიპოვა.

წივწივაძემ თავდაპირველად ყველაზე რთულ 1000-მეტრიან დისტანციაში არ დაუთმო არავის ლიდერობა, რასაც 200 მეტრის მანძილზე გამარჯვებაც მოჰყვა. ალექსანდრე უნაკლო იყო 500-მეტრიან დისტანციაზე ჩატარებულ შეჯიბრებაშიც, ხოლო 4-ადგილიანი ნავებით ტურნირში ოქროს მედალი ნიკოლოზ როყვასთან, სანდრო ჭოჭუასთან და ომეხ გაბედავასთან ერთად მოიპოვა. რაც შეეხება ორადგილიანი ნავებით დისციპლინას, აქ წივწივაძემ კონკურენტებს ნიკოლოზ როყვასთან წყვილში ასპარეზობისას აჯობა.

ცნობისათვის, ალექსანდრე წივწივაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და ის ტიტულს ზედიზედ ორჯერ, 2021 და 2022 წლებში დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
5 მედალი ალიევის თასზე - ქართველი მოკრივეების წარმატება
5 მედალი ალიევის თასზე - ქართველი მოკრივეების წარმატება