ვატო დადვანი
Aa
Aa

დადვანი სერბეთის ჩემპიონია - ქართველი წყალბურთელის წარმატება

საქართველოს ნაკრების წყალბურთელი ვატო დადვანი სერბეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. „რადნიჩკიმ“, სადაც 22 წლის ქართველი სპორტსმენი ასპარეზობს, ფინალურ სერიაში „ნოვი ბეოგრადი“ 2:1 დაამარცხა და ქვეყნის პირველობის ოქროს მედლები არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო. წლევანდელ სეზონში დადვანი და მისი თანაგუნდელები სამი ტურნირის მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ევროთასის ფინალში იტალიის „პრო რეკოსთან“ 12:16 დამარცხდნენ.

რაც შეეხება სერბეთის ჩემპიონატის ფინალს, სერია „რადნიჩკიმ“ საკუთარ აუზზე ერთბურთიანი სხვაობით, 13:12 გამარჯვებით დაიწყო, რასაც უკვე მეორე მატჩში ორბურთიანი უპირატესობით 11:13 მარცხი მოჰყვა. გადამწყვეტ მესამე მატჩში კი ვატომ და მისმა თანაგუნდელებმა 14:13 მოიგეს. დადვანმა სამივე შეხვედრაში 2 ბურთი გაიტანა და თანაგუნდელებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

ცნობისათვის, სერბეთის ჩემპიონატის გარდა, მიმდინარე სეზონში „რადნიჩკიმ“ რეგიონალური ლიგის პრესტიჟული გათამაშება მოიგო და დადვანი როგორც ნახევარფინალური, ასევე ფინალური სერიის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყალბურთის კონგრესი საქართველოში - ანტონიო და სილვას ვიზიტის დეტალები
წყალბურთის კონგრესი საქართველოში - ანტონიო და სილვას ვიზიტის დეტალები