სერჰი ემელიანოვი
Aa
Aa

ოქროს მედლები ნიჩბოსნობაში - იემელიანოვი ევროპის ჩემპიონია

ქართველი ნიჩბოსნებისთვის ბოლო პერიოდში საერთაშორისო ტურნირებზე უმაღლეს დონეზე ასპარეზობა უცხო ხილი ნამდვილად არ გახლავთ, რისი დასტურიც ორიოდე დღის წინ პორტუგალიასა და სლოვენიაში ნაჩვენები შედეგები გახლდათ, რითაც სპორტის ამ სახეობაში ჩვენი საფუძვლიანი ამბიციები კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.

თავდაპირველად აუცილებლად უნდა ვახსენოთ სერჰი იემელიანოვი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. პორტუგალიაში გამართულ პარაკაიაკის კონტინენტის პირველობაზე მან 200-მეტრიანი დისტანცია 40,129 წამში დაფარა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. ევროპის წლევანდელ პირველობაზე 40 ქვეყნის 800-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობდა.

წარმატებების გარეშე ჩვენი ქვეყნისთვის ნიჩბოსნობაში არც სლოვენიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირს ჩაუვლია, სადაც აკადემიური სტილით ნიჩბოსნობაში ნიკოლოზ იორდანიშვილისა და გიორგი კაპანაძის დუეტმა 1500-მეტრიანი მანძილი 5:05 წამში გაცურა და პირველი ადგილი დაიკავა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იემელიანოვის ოქროს მედალი - საუკეთესო მსოფლიოს თასზე
იემელიანოვის ოქროს მედალი - საუკეთესო მსოფლიოს თასზე