10 მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ნიჩბოსნების წარმატება
Aa
Aa

10 მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ნიჩბოსნების წარმატება

კვიპროსში გამართული კანოე-კაიაკის საერთაშორისო ტურნირი ქართველი ნიჩბოსნების ტრიუმფით დასრულდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და პრესტიჟულ შეჯიბრებაში გამოსვლა ექვსი ოქროსა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ტურნირის გამარჯვებული ოთხი ქართველი ნიჩბოსანი გახდა. საბა მალანიამ ერთადგილიან კანოეში უფროსებს შორის როგორც 200, ასევე 500-მეტრიან დისტანციაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. მის მსგავსად ორი ოქროს მედალი მოიპოვა იუნიორებში 200 და 500-მეტრიან მანძილზე მანანა პეტრიაშვილმა. რაც შეეხება ნიკა ოდიშელიძესა და ალექსანდრე წივწივაძეს, მათ პირველობა შესაბამისად, ერთადგილიან კაიაკითა და კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე არავის დაუთმეს.

სამივე ბრინჯაოს მედალი ჩვენს დელეგაციას ნიკა ოდიშელიძემ და ბადრი ყაველაშვილმა მოუტანეს - მათ მესამე ადგილი როგორც ერთადგილიანი კაიაკით შეჯიბრებისას, ასევე ორადგილიანი კაიაკით ასპარეზობისას მოიპოვეს.

ცნობისათვის, საერთაშორისო ტურნირზე ოცი ქვეყნის ორასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა და საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვერცხლი და ბრინჯაო - წივწივაძის ორი მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ვერცხლი და ბრინჯაო - წივწივაძის ორი მედალი ევროპის ჩემპიონატზე