სერჰი ემელიანოვი
Aa
Aa

მორიგი მედალი - იემელიანოვის მარათონული წარმატება

სერჰი იემელიანოვი ქართული ნიჩბოსნობის ოჯახში არაჩვეულებრივად ჩაეწერა და თითქმის ყველა ტურნირზე ახერხებს ხელშესახები შედეგის ჩვენებას. 33 წლის უკრაინაში დაბადებული პარაკანოისტი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო, კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

რუმინეთის ქალაქ ბასკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მარათონში იემელიანოვმა არაჩვეულებრივად იასპარეზა და მართალია კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ვერ ავიდა, თუმცა არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, ვერცხლის მედალიც მშვენიერ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. სერჰიმ 11.8-კილომეტრიანი დისტანცია საათსა და 5 წამში დაფარა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სერჰი იემელიანოვმა პორტუგალიაში გამართულ პარაკაიაკის კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიჩბოსნების 12 მედალი - ტრიუმფი პრეზიდენტის თასზე
ნიჩბოსნების 12 მედალი - ტრიუმფი პრეზიდენტის თასზე