მალანიას და პეტრიაშვილის ტრიუმფი - ნიჩბოსნების წარმატება
Aa
Aa

მალანიას და პეტრიაშვილის ტრიუმფი - ნიჩბოსნების წარმატება

სლოვაკეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნიჩბოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრემა წარმატებით იასპარეზეს და ორი მათგანი გამარჯვებულიც გახდა. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კონტიგენტიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს, საბოლოო შედეგით კი მოლოდინს გადააჭარბეს.

საუკეთესო მაჩვენებელი საბა მალანიამ და მანანა პეტრიაშვილმა დააფიქსირეს. ერთიც და მეორეც როგორც 500-მეტრიანი, ასევე 200-მეტრიანი გაცურვის დროს პირველ ადგილზე გავიდა და უმაღლესი სინჯის მედლები დაიმსახურეს. უნდა ითქვას, რომ შეჯიბრებაში საკმაოდ ძლიერი ნიჩბოსნები იღებდნენ მონაწილეობას და საბამ და მანანამ ოქროს მედალი უმძიმესი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს. ერთ დისციპლინაში დაიკავა პირველი პოზიცია ვახტანგ მამულაშვილმა, რომელმაც 200-მეტრიან დისტანციაზე იყოჩაღა.

მცირედი დააკლდა გამარჯვებამდე კიდევ ორ სპორტსმენს - 200-მეტრიან დისტანციაზე გაცურვაში  სანდრო ჭოჭუა - ვერცხლის, ხოლო მარიამ წიკლაური ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ნიჩბოსნების წარმატება
10 მედალი საერთაშორისო ტურნირზე - ნიჩბოსნების წარმატება