4 მონაწილე, 4 ოქრო - კუდოისტების ევროპული ტრიუმფი
Aa
Aa

4 მონაწილე, 4 ოქრო - კუდოისტების ევროპული ტრიუმფი

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი კუდოისტების ტრიუმფით დასრულდა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით ოთხმა სპორტსმენმა იასპარეზა და ოთხივემ ოქროს მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლევან დარასელია, მარიამ ნანავა, გიორგი ჟვანია და გიორგი ლომსაძე ავიდნენ.

დარასელიამ ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო და თანაც ამჯერად ისე, რომ ფინალში მეტოქე არ გამოუცხადდა. რაც შეეხება ჟვანიასა და ლომსაძეს, მათ ბულგარელი მოწინააღმდეგეები შესაბამისად, რუსი ჰაძიევი და ატანას ატანასოვი დაამარცხეს. ნანავამ კი იტალიელ ილარია აგრესტას აჯობა და კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ არავის დაუთმო.

ცნობისათვის, მარიამ ნანავა სპორტის ამ სახეობაში პირველი გოგონაა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინალში იპონით მოიგო | თორნიკე გიგაური ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონია
ფინალში იპონით მოიგო | თორნიკე გიგაური ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონია